GHGA-ს საქმიანობის შეჯამება და დისკუსია მეთხილეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე ზუგდიდში (ვიდეო)
22:20 / 11.02.2019
ზუგდიდში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მესამე ყოველწლიურ კონფერენცია გაიმართა, სადაც ასოციაციის მიღწევებზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს თხილის დარგში არსებულ
გამოწვევებზე და მათ გადაჭრის გზებზე. როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ აღნიშნა, გასულ წელს მათი დახმარებით რამდენიმე ფერმერმა თხილის კარგი მოსავალი მიიღო და ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობენ აფზახეთში მყოფ მწარმოებლებთან. მისივე ინფორმაციით, ამ დარგით დაინტერესებულ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2754 ფერმერს, ტრენინგი ჩაუტარდა და გადამზადდა 110 სტუდენტი.
„ასოციაცია ატარებს ფართომასშტაბიან ტრენინგებს. გასული წლის განმავლობაში 8622 ფერმერთან გაიგზავნა საინფორმაციო შეტყობინება. ასოციაციამ უმასპინძლა მედია ტურს სამეგრელოში და ასევე აქტიურად იყო ჩართული ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიაში. 2018 წელს ასოციაციის წევრების მოსავალმა 1,754,736 კგ შეადგინა. უკვე დამუშავდა და გაშენდა 320 ჰა თხილის ფართობი. ჩვენ რამოდენიმე ფერმერის მხარდაჭერა შევძელით და მათ აქვთ ძალიან კარგი შედეგი. მათ მიიღეს ხარისხიანი მოსავალი. დღეს კი იმის შესაძლებლობა არის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და დავეხმარეთ 10 ათასობით ფერმერს. არის მზადყოფნა იმისი, რომ გამოიყოს დამატებით რესურსები“, - თქვა გიორგი თოდუამ.
ფერმერთა ასოციაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ვერონიკა ლიმ.
„საქართველოში თხილის ასოციაციის არსებობა და ის საქმე რასაც ისინი აკეთებენ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ცდილობენ დაეხმარონ ფერმერებს თავიანთი პროდუქციის ხარისხის და რაოდენობის გაზრდაში. ასოციაციის არსებობა ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აქ ფერმერები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, რომელიც საბოლოო ჯამში პროდუქტის გაუმჯობესებაში ეხმარებათ“,- განაცხადა მან.
შეხვედრზე თხილის მავნებლებთან ბრძოლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და დამსწრეებს ის გეგმები გააცნო, რასაც სახელმწიფო თხილის კულტურის განვითარების მიმართულებით აპირებს.
„პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფერმერებმა ყველა ღონისძიება ჩაატარონ იმ კონსულტანტების რჩევების შესაბამისად, რომელსაც სამინისტრო და ფერმერთა ასოციაცია მოამზადებს. ამავე დროს ყველა ფერმერს პრეპარატებზე განვადების წვდომა ექნებათ. პრეპარატებს და შხამქიმიკატებს, რომლითაც უნდა მოხდეს ნაკვეთების დამუშავება სახელმწიფო ფერმერთა გაერთიანებებს უფასოდ გადასცემს. დაახლოებით, ყოველ 10 ჰექტარზე ჩვენ გვექნება ერთი მაღალი ეფექტურობის შესაწამლი პრეპარატი. 200 ასეთი აპარატის შეძენას ვგეგმავთ წლის განმავლობაში“, - აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვენეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას. ის თხილის მოსავლის უკეთესი ხარისხის მისაღებად ფერმერების მიერ საკუთარი ბაღების მოვლაში ხედავს.
„ყველამ უნდა იცოდეს ის, რომ თხილის გადარჩენა შეუძლიათ ჩვენს ფერმერებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაიცავენ აგროწესების და მოუვლიან თავიანთ ბაღებს“, - განმარტა ალექსანდრე მოწერელიამ.
თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ ფერმერები აქტიურად ჩაერთვებიან მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებში ზარალი ნაკლები იქნება.
„სახელმწიფო მუშაობს ძირითადად ფაროსანას მიმართულებით, ხოლო ასოციაცია მუშაობს კომპლექსურად ორივე პრობლემაზე. მუშაობს იმაზე რომ გაუმჯობესდეს ხარისხი და ამასთან გაიზარდოს რაოდენობა. იმედი მაქვს რომ გლეხები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში და მოუვლიან თავიანი ბაღებს. მთავრი პრობლემა რამაც ეს პრობლემა გამოიწვია არის მოუვლელობა“, - აღნიშნა ქარადვამ.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) – მისიის ხელმძღვანელი პიტერ ა. ვიბლერი, 400-მდე ფერმერი, მსხვილი მწარმოებლები, ექსპორტიორები, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები