სოხუმის №2 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს ე.წ. ღორის გრიპი დაუდასტურდა, ინფორმაცია ადგილობრივ მედიას სკოლის დირექტორმა ირინა
პოვისკირმა დაუდასტურა.
"მართლაც, ბავშვს „ღორის გრიპი“ დაუდგინეს, თუმცა მის სიცოცლხეს საფრთხე არ ემუქრება, ის ამბულატორიულ მკურნალობას გადის“, - განაცხადა პოვისკირმა.
მან აღნიშნა, რომ ეს H1N1 – ით დაავადების ერთეული შემთხვევაა, ამიტომ მედიკოსებმა საჭიროდ არ ჩათვალეს სასწავლო დაწესებულებაში კარანტინის შემოღება.
დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 31 იანვრის მონაცემებით, აფხაზეთში „ღორის გრიპით“ დაავადების 7 შემთხვევა დარეგისტრირდა. 4 თებერვალს, „განათლების მინისტრმა“ ადგურ კაკობამ განაცხადა, რომ სკოლებში კარანტინის დაწესების აუცილებლობა არ არსებობს, წერს "აიაირა".
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 11 იანვარს, ორი თვით დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა. ენგურის ხიდზე მიმოსვლა 5 თებერვალს აღდგა.
მასალის გამოყენების პირობები