ზუგდიდის ააიპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის" უფროსად დიმიტრი ფაცაცია დაინიშნა. ინფორმაცია რადიო
"ათინათს" მერიაში დაუდასტურეს. აქამდე ფაცაცია ზედამხედველობისა და არქიტექტურის
სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მისმა ყოფილმა ხელმძღვანელმა ნოე პერტაიამ პოსტი დატოვა. მან მიზეზად ასაკი დაასახელა და თქვა, რომ სხვა მოტივი არ ჰქონია.
ამავე თემაზე:
ნოე პერტაიამ თანამდებობა დატოვა
მასალის გამოყენების პირობები