სამეგრელოში ხვალიდან ტემპერატურა დაიკლებს და დროგამოშვებით იწვიმებს. არამდგრადი ამინდი 19 თებერვლამდე შენარჩუნდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის
უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ უთხრა.
„ხვალ ღრუბლიან ამინდს და წვიმას ვვარაუდობთ, დღისით ჰაერის ტემპერატურა იქნება 5-10 გრადუსი, 17-ში 6-დან 9-მდე, ხოლო 18 თებერვალს ოდნავ მოიმატებს, თუმცა 19-ში კვლავ დაიკლებს. მთაში და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი“, - თქვა ნიორაძემ.
სინოპტიკოსები ამ დღეების განმავლობაში დასავლეთის მიმართულებით სუსტ ქარსაც პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები