ზუგდიდში მიმდინარე წელს მდინარე ჩხოუშის მარჯვენა სანაპიროზე ვეტერანთა პარკს აღადგენენ. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები, ბორდიურები. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები
და დამონტაჟდება გარე განათების ბოძები. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ზუგდიდის მერიაში განუცხადეს. ამავე ცნობით, სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორცილდება.
პროექტის ღირებულება 252 000 ლარია.
ამავე თემაზე:
ანაკლია-განმუხურის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
მასალის გამოყენების პირობები