ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს შესაძლო მშენებლობის კონცეფციის განხილვა 19 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას ზუგდიდის მერიის პრესსამსახური
ავრცელებს. ამავე ცნობით, საჯარო დისკუსია გუბერნიის შენობაში 13 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
დღეს კი აღნიშნულ ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მოქალაქე მერაბ ოკუჯავას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის მქონე ზუგდიდელები ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ნოემბრიდან უშედეგოდ ითხოვენ.
ამავე თემაზე:
გუბერნია: ყინულის სასახლის ადგილას სასტუმროს აშენების საკითხზე საჯარო დისკუსია უახლოეს მომავალში გაიმართება
ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს სავარაუდო მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იგეგმება
რას ფიქრობენ ზუგდიდელები ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობაზე (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები