მესტიაში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროექტირებაა დაგეგმილი. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა
და მისი ღირებულება 140 ათას ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, არსებული შენობა ავარიულია და ისეთ სამუშაობს საჭიროებს, როგორიცაა, მაგალითად, იატაკის, სახურავის, კარ-ფანჯრების დემონტაჟი, ასევე, კედლების გამაგრება.
ამავე ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სპორტული კომპლექსის პროექტირება, რომელიც დარბაზებს, ტრიბუნებს, ადმინისტრაციას, საუნას, აუზს, გასახდელებს მოიცავს. გარდა ამისა, ამავე კომპლექსში უნდა მოეწყოს სასტუმრო სპორტსმენებისთვის, სადაც, დაახლოებით, 20-მდე ნომერი იქნება.
პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რომ შენობა შშმ პირებისთვისაც უნდა იყოს ადაპტირებული.
ტენდერში წინადადებების მიღება 28 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები