სამართალდამცავებმა სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1976 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ ზ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო "ბელკას" სისტემის კომბინირებული შაშხანა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში მცხოვრებმა, 1971 წელს დაბადებულმა ლ.კ.-მ მესტიის რაიონულ სამმართველოში ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
"აღნიშნული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები