გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსად ბესიკ მაქაცარია დაინიშნა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“
დეპარტამენტში უთხრეს.
ამავე ცნობით, ბესიკ მაქაცარია კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელი, ანტიკორუფციული ცენტრის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და გეგუთის ციხის ყოფილი უფროსის მოადგილე იყო.
გზდ-ს ახალმა უფროსმა ვანო შენგელია ჩაანაცვლა. მანამდე კი აღნიშნულ სამსახურს, ბაკურ გულუა ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები