ახალი ამბები
TI: „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ დირექტორისა და მეუღლის კომპანიები ტენდერებს იგებენ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, მერიის შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორის, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ქებურიას წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები - „ზუგდიდავტოტრანსჯორჯია”, „ზუგდიდავტოტრანსი” და „სუფთა ქალაქი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტენდერებში იმარჯვებენ.

შესაბამისი კვლევა TI-მ გამოაქვეყნა. ამავე ანგარიშის თანახმად, სამივე კომპანიასთან 2011-2018 წლებში შემსყიდველ ორგანიზაციებს ტენდერებისა (567 188 ლარის ღირებულების 59 ტენდერი) და პირდაპირი შესყიდვების (125 035 ლარის ღირებულების 125 პირდაპირი შესყიდვა) გზით 692 223 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. ამასთან, ორგანიზაციის მტკიცებით, 431 106 ლარის შემოსავალი ამ კომპანიებმა იმ პერიოდში მიიღეს, როცა მათი მეწილე/დირექტორი ბადრი ნემსაძე ან მისი მეუღლე იყო.

„ჯამში აღნიშნულ კომპანიებს უშუალოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებთან და ზუგდიდის მუნიციპალურ იურიდიული პირებთან ტენდერებისა (508 741 ლარი) და პირდაპირი შესყიდვების (105 760 ლარი) სახით 614 502 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ბადრი ნემსაძეს მისი და მეუღლის კუთვნილი წილების შესახებ 2018 წლის 28 მარტს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევაა“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების მიერ ტენდერებში გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციების მიუკერძოებელ მიდგომასთან დაკავშირებით. TI მოუწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურებს, დროულად შეისწავლონ ზემოხსენებული კომპანიების მიერ ტენდერებში გამარჯვების საკითხი. ასევე, მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ბადრი ნემსაძის ქონებრივი დეკლარაცია და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.