ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მომხდარი ავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალი ადგილზე დაიღუპა.
ამის შესახებ რადიო
"ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს. ამავე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები