ზუგდიდში კოსტავასა და რუსთაველის ქუჩის კვეთასთან არსებულ შუქნიშანთან დედა-შვილს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა
საავადმყოფოში გადაიყვანა.
მათ დაზიანებები ფეხის და თავის არეში აღენიშნებოდათ. თვითმხილველების ინფორმაცით, ქალს ბავშვი ხელში ეჭირა და ის წითელზე გადმოდიოდა.
შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები