{{PHOTOGALLERY}}„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია აქციას სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო აშენებასთან დაკავშირებით აანონსებს. მისი თქმით, ის იქნება
მასშტაბური და ზუგდიდელები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. ჯგუშიამ ასევე ისაუბრა, პარლამენტის წევრების მამუკა მდინარაძისა და კახა კუჭავას ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო აქტივობებს დაარეგულირებს. მისი თქმით, ის ამ ინიციატივას მიესალმება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება სკეიტ პარკის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით, ამ კანონპროექტთან წინააღმდეგობაში მოდის.
„ახალი ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მწვანე ხაზებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე აიკრძალება ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა მივესალმები, თუმცა ამ კანონპროექტთან წინააღმდეგობაში მოდის ადგილობრივი ხელისფლების გადწყვეტილება დადიანების სასახლის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს აშენების. ეს არის კორუფციული გარიგება ადგილობრივ ხელისუფელბასა და სამშენებლო კომპანიას შორის. ისინი ცდილობენ, რომ ამ კანონის მიღებამდე გაასხვისონ სკეიტ პარკის ტერიტორია. ხვალ მასშტაბურ აქციას ვუდგები სათავეში. ეს იქნება ერთის მხრივ მხარდასაჭერი აქცია ხელისუფების მხრივ ინიცირებული კანონპროექტის, ხოლო მეორეს მხრივ ეს იქნება საპროტესტო აქცია სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების წინააღმდეგ“, - თქვა მან.
ჯგუშია ამ და სხვა თემასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას და მერის მოადგილეს გიორგი შენგელიას დებატებში იწვევს. ის მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ ამისთვის საეთერო დრო გამონახონ.
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სკეიტ პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა მოეწყო.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები