დიმიტრი ფაცაცია: კეთილმოწყობის სამსახურში ოპტიმიზაცია აუცილებელია
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის დიმიტრი ფაცაციას თქმით, ააიპ-ის ბიუჯეტიდან, რომელიც დაახლოებით 4 მილიონს შეადგენს 2 მილიონ 196 ათასი ლარი ხელფასებზე
მოდის.
"დამატებული ამას ადმინისტრაციული ხარჯი, ასევე, გარე განათებების ელექტროენეგრიის საფასური - 727 ათასი ლარი და ფაქტობრივად, არაფერი გვრჩება. ამ ბიუჯეტით ბევრს რამეს ვერ გავაკეთებთ, იმედია გამოვასწორებთ. აუცილებლად ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. ყველას, მათ შორის კი კეთილმოწყობის სამსახურს გვაქვს პრეტენზია რომ უფრო მეტი გავაკეთოთ. ქალაქი უნდა იყოს ბევრად მოწესრიგებული", - აღნიშნა ფაცაციამ.
ამჟამად ადმინისტრაციაში 53 თანამშრომელი მუშაობს, რომელთა ხელფასი ჯამში ყოველთვიურად 43 ათასზე მეტ ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები