ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში ადგილობრივებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ობუჯი-ჯიხაშკარი-წალენჯიხას დამაკავშირებელი მონაკვეთის აღდგენას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებთან ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია მივიდა, რომელმაც მათ დაგეგმილი სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ტენდერი დასრულებულია ჯიხაშკარი -ობუჯის 7 კმ-იან მონაკვეთზე, მიმდინარეობს შერჩევა- დაზუსტების ეტაპი და სავარაიდოდ, სამუშაოები, მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება“, - უთხრა მათ ვიცე-მერმა.
ანალოგიური მოთხოვნით
აქცია ჯიხაშკარელებმა სექტემბერშიც გამართეს.
მასალის გამოყენების პირობები