ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთელ საქართველოში, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაშვებულია.
სახელმწიფო დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების საფუძველზე დაეშვა, რომლის მიხედვით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.
მასალის გამოყენების პირობები