ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატების შერჩევაში
აქტიურად მონაწილეობს. მისი თქმით, ზუგდიდის მერობა საპასუხიმგებლო საქმეა და მუნიციპალიტეტს ღირსეული მერი უნდა ჰყავდეს.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი კანდიდატი გაიმარჯვებს. რაც შემეხება მე, გავიგე თითქოს მეც განვიხილები ერთ-ერთ კანდიდატად, თუმცა ეს ასე არ არის. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს პარლამენტში და ვაპირებ კიდევ აქტიურ მუშაობას”,- აღნიშნა ქვარაიამ.
შესაბამისი კითხვა მას თეონა ქარდავამ დაუსვა.
ამავე თემაზე:
ქვარაია: ვერ ვხედავ წონად არგუმენტებს, რომ სასტუმრო სკეიტ პარკში არ აშენდეს
მასალის გამოყენების პირობები