გერმანიის მიერ გამოყოფილი გრანტით, 240-მდე კერძო სახლს იმ იძულებით გადაადგილებული პირებს აუშენებენ, რომლებმაც მიწის ნაკვეთი საკუთრებაში მინიმუმ სამი წლის წინ
დაირეგისტრირეს. გარდა ამისა, აღნიშნული ნაკვეთი უნდა იყოს განაშენიანებული და ოჯახი სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით არ უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურად დაცვის მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილამ უთხრა. მისვე ინფორმაციით, აღნიშნული გრანტის ფარგლებში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდება.
"მოქალაქეებმა განაცხადები უნდა წარადგინონ დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროში. მათ უნდა იქონიონ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და განაშენიანებული ფათობის აღწერა. ამ ხელშეკრულებას ხელი გასულ პარასკევს მოეწერა, თუმცა ჯერ განაცხადების მიღება არ დაწყებულა. ახლა დანიურ მხარესთან მოხდება შეთანხმება თანხის გადაცემასთან დაკავშირებით. მიმდინარე წელი დაეთმობა განცხადების მიღებას, ხოლო მომდევნო წლიდან დაიწყება სახლების მშენებლობა. ეს არ იქნება კოტეჯის მსგავსი შენობა, ეს იქნება კაპიტალური სახლი“, - ამბობს მინისტრის მოადგილემ.
ცოტნიაშვილის ინფორმაცით, ამავე პროექტის ფარგლებში ის ბენეფიციარები, რომელთაც სახელებს აუშენებენ ხუთი ათას ლარიან ვაუჩერს მიიღებენ, რითაც ისინი შეძლებენ სახლისთვის საჭირო ნივთების შეძენას. ასევე, გაიცემა 130 ბიზნეს გრანტი მცირე და საშუალო საწარმოებზე, იმ დევნილებისთვის ვისაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ან ბიზნესის გაფართოება სურთ.
პროექტს - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ლტოლვილთა დანიის საბჭო განახორციელებს. ის 2019 წელს დაიწყება და სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს გრანტის სახით 10 მილიონ ევროს გადმოსცემს.
ამავე თემაზე:
დევნილებისთვის 240 კერძო სახლის აშენება იგეგმება
მასალის გამოყენების პირობები