ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ღვთისმსახურება შაბათს, 2 მარტს
განახლდება. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ტაძრის წინამძღოლმა მამა მალხაზ ჭანტურიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, შაბათს ტაძარი იკურთხება, რის შემდეგაც წირვები აღდგება.
„გამოიცვალა იატაკი, გაკეთდა თბოიზოლაცია და რესტავრირდა ნაწილი. ამიტომაც შაბათს ვაკურთხევთ ტაძარს და ჩვეულებრივ, განახლდება ღვთისმსახურება“, - აღნიშნა მამა მალხაზ ჭანტურიამ.
ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სარემონტო სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში წირვა-ლოცვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში მიმდინარეობდა. სამუშაოებისთვის ზუგდიდის მერიამ 40 ათასი ლარი გამოყო.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საშობაო წირვა არ ჩატარდება
მასალის გამოყენების პირობები