ზუგდიდის მერიის ააიპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ბაზაზე არსებული პანტომიმისა და ბალეტის წრეები, შესაძლოა, ფასიანი გახდეს.
ზუგდიდის მერიაში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ საკითხი, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის.
„ააიპ ქმნის მუსიკალურ-თეატრალურ
სტუდიას და შესაძლოა, ეს წრეები ამ სტუდიის შემადგენლობაში შევიდეს. ამ შემთხვევაში კი, შეიძლება გახდეს ფასიანი. თუმცა ამ თემაზე ააიპ მუშაობს და ჯერ არაფერი გადაუწყვიტავთ. შეიძლება ითქვას, ერთგავრი რეკომენდაციაა“, - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
პანტომიმისა და
ბალეტის უფასო სწავლება კულტურის ცენტრ „ოდიშში“ მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები