ზუგდიდის ერთ-ერთი ქუჩისთვის ჯოხარ დუდაევის სახელის დარქმევა სურთ
ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას
ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქის ინიციატივაა, რომ რომელიმე ქუჩას ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის სახელი დაერქვას. ლაგვილავამ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე საკრებულოზე ეს საკითხი ვერ გავა, რადგან კონკრეტული ქუჩა ინიციატივაში მითითებული არ არის.
„გარკვეული დრო და პროცედურები დასჭირდება ამ თემის გატანას საკრებულოზე. უნდა გავარკვიოთ, რომელი ქუჩის მაცხოვრებლები იქნებიან თანახმა და ასე შემდეგ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ლაგვილავამ.
ჯოხარ დუდაევი 1996 წელს სოფელ გეხი-ჩუს სიახლოვეს მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები