გუბერნატორი: ჩემი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს (ვიდეო)
12:13 / 28.02.2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს,
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვების არსებობის შემთხვევაში ისინი არ დაისვას.
"დღეს ბიზნესი თავისუფალია და ასე რომ არ იყოს, მე აქ არ ვიქნებოდი. თუ სახელმწიფოსთვის და გამოძიებისთვის კითხვები არსებობს, ხელშეუხებელი არავინაა. არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა. თუ ეს კითხვები არ დადასტურდა, გამოძიებაც შეწყდება. ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ დაწინაურებას და ჩემი, როგორც ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირის რეგიონში აქ ყოფნა, ამის დასტურია", -განაცხადა მოწერელიამ.
მან ასე უპასუხა ანაკლიაში სასწავლო ცენტრის გახსნაზე დამსწრეების კითხვებს პორტის მშენებლობის შესაძლო შეჩერების შესახებ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები