რას ითვალისწინებს ანაკლიის სასწავლო ცენტრი და საგრანტო პროგრამა (ვიდეო)
16:58 / 28.02.2019
ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და USAID/Georgia-ს ერთობლივ პროექტ "ზრდის" ფარგლებში 2 მილიონი აშშ დოლარი ზუგდიდისა და მეზობელი სოფლების
რეგიონული ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი - სასწავლო ცენტრი დღეს გაიხსნა და საგრანტო პროგრამაც გამოცხადდა.
კონსორციუმის ინფორმაციით, ახალი პროექტი სამ მთავარ მიმართულებაზე ფოკუსირდება: მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე დასაქმების ხელშეწყობა, როგორც ანაკლიის პორტში, ისევე სხვა პროექტებსა თუ სექტორებში.
ანაკლიის სასწავლო ცენტრი ზოგად სასწავლო კურსებს: ინგლისურ ენას, კომპიუტერულ პროგრამებს, მეწარმეობას, ბიზნესის ადმინისტრირებას, ტურიზმსა და სხვა მოთხოვნად საგნებს მოიცავს. ამასთან, გათვალისწინებულია პრაქტიკები და სტიპენდიების პროგრამა. ცენტრში ჩატარდება საჯარო ლექციები, შემეცნებითი ღონისძიებები, თემატური კონფერენციები და სხვა. „სასწავლო ცენტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ანაკლიისთვის და მიმდებარე სოფლებისთვის, რომელიც მოუტანს ეკონომიკურ სარგებელს აქ მცხოვრებ ადამიანებს. სასწავლო ცენტრი შესაძლებლობას მისცემს მათ, აიმაღლონ კვალიფიკაცია და სხვადასხვა უნარი გამოიმუშაონ. ამას პროგრამები დაემატება, რომ სამომავლოდ ადამიანები გადავამზადოთ სამუშაო ადგილებისთვის, რომელიც საჭირო იქნება პორტში, ეკონომიკურ ზონაში და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც განხორციელდება“, - აღნიშნა კონსორიცუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ასევე გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული თუ სხვა მიმართულებით, რაც, ინიციატორების ინფორმაციით, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და ტრენინგებთან ერთად მოსახლეობის ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას მოიტანს.
„ანაკლიის პორტში დაახლოებით, 2000-2200 ადამიანი უნდა დასაქმდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია ეკოლოგიური პროექტი, რომელიც ჭურიის ტერიტორიაზე, კოლხეთის ეროვნულ პარკში იგეგმება. სასწავლო ცენტრში გადამზადდება კადრები სხვადასხვა პროფესიული დანიშნულებით. ყველა ეს პროექტი რეგიონში ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს და ნებისმიერ მსგავს პროექტს ჩვენი ხელისუფლება მიესალმება“, - თქვა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.
პროგრამის განმახორციელებლების ინფორმაციით, „ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ ანაკლიასა და მეზობელ სოფლებს დაეხმარება, მომზადებულნი შეხვდნენ და უკეთესად აითვისონ ეკონომიკური განვითარების ის ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც მათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შესთავაზებთ.
„მოხარულები ვართ, რომ ასეთი კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს კონსორციუმთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა დასაქმების მხრივ პერსპექტივა გახდეს კონკურენტუნარიანი არამარტო ამ რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში“, - დასძინა USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა.
ანაკლიის სასწავლო ცენტრის გახსნას დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და USAID-ის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების, გუბერნიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები