ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის რეაბილიტაციისთვის 770 ათასამდე ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ტენდერი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
მერიამ გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თანხის 95 %-ს ცენტრალური მთავრობა რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან გამოყოფს, დარჩენილი ნაწილი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სხვადასხვა სამუშაო უნდა შეასრულოს, მათ შორის, მოაწყოს სარეპეტიციო დარბაზი, კაფე-ბარი, ადმინისტრაციული ოთახები, კაფე-ბარი, სამაყურებლო დარბაზი, ვესტიბიული და სხვა.
ამასთან, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.
ტენდერში წინადადებები 16 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით მიიღება.
ფოთის თეატრი ექსპლუატაციაში 2014 წელს შევიდა. გასულ წელს კი ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შენობა სახიფათოა.
ამავე თემაზე:
ფოთის თეატრის დირექტორი: დროებით მუშაობას ვწყვეტთ
მასალის გამოყენების პირობები