სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსმა "მესაზღვრეებმა" ჭუბურხინჯში მცხოვრები 16 წლის ა. ჭ დააკავეს. ინფორმაცია რადიო
„ათინათს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ დაუდასტურა. მისივე თქმით, მოზარდს ზუგდიდში გადმოსვლა სურდა, რა დროსაც ის ე.წ მესაზღვრეებმა მავთულხლართებთან დააკავეს. მისივე ინფორმაციით, ის გალის პოლიციაშია გადაყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები