აბაშაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები