ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე ქვისგან დამზადებული დეკორატიული საყვავილეები, ურნები და სკამები განთავსდება.

მათ შესასყიდად მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 112 ათასი ლარია.

მარმარილოსგან ჩამოსხმული 13 ზურგიანი სკამისთვის ბიუჯეტიდან - 28 500 ლარი, ხოლო 15 დეკორატიული საყვავილისა და 50 ურნისთვის 83 500 ლარია გათვალისწინებული.

ტენდერებში წინადადებები 10-დან 12 მარტის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიებმა კი დეკორატიული ნივთების ქალაქში მოწყობა ხელშეკრულების დადებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყონ.
მასალის გამოყენების პირობები