ახალი ამბები
პროკურორი: ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტია
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის დიმიტრის ხვიტიას ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობაზე დაკავებულთა საქმის გამოძიება გრძელდება და კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი გამოაშკარავდება. ამის შესახებ მან ირაკლი ჩხენკელის, მამუკა ლაგვილავას და მანუჩარ გაბუნიას სასმართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტია.

„პატიმრობის მოთხოვნის საფუძველი არის ჩადენილი დანაშაული და მისი სიმძიმე. საქმეში არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები. კერძოდ, სატელეფონო საუბრების, ასევე ავტომანქანებში განხორციელდა ფარული აუდიოჩაწერა, სადაც ბრალდებულები ესაუბრებიან ქურდული სამყაროს წევრებს, საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს, ქურდულად არჩევენ საქმეებს. გარკვეულ მოქალაქეებს თანხების გადახდას აიძულებენ. ამ მტკიცებულებებზე არსებობს შესაბამისი ფონოსკოპიური ექსპერტიზებიც. არსებობენ პირდაპირი მოწმეებიც, გამოძიება გრძელდება და კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტის მომსწრეები გავხდებით“, - აღნიშნა პროკურორმა.

"ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ირაკლი ჩხენკელის ადვოკატის ზაურ კინტირიას განმარტებით, ბრალდების სწორი კვალიფიკაციის შემთხვევაში მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა. მისი განმარტებით, 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, არამედ მე-3 ნაწილით.

“დაირღვა მხარეთა თანასწორობა ვინაიდან არ მოგვეცა საშუალება გავცნობოდით საქმის მასალებს. ის გადმოგვეცა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. გამომდინარე აქედან ჩვენ არ მოგვეცა საშუალება საფუძვლიანად გავცნობოდით მასალებს და კვალიფიციურად დაგვეცვა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები. ამ ეტაპზე კვალიფიკაციის შეცვლას ვერ მოვითხოვდით, არ გვაქვს ამის საფუძველი. უბრალოდ ჩვენ ვთქვით, რომ სწორი  კვალიფიკაციის  წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა.  ექსპერტს აქვს საერთო დასკვნა დადებული, არ არის დაკონკრეტებული. დასკვნაში წერია, რომ ხმა არის იდენტური ერთი პირისა, მაგრამ არ არის მითითებული თუ ვის ესაუბრება და არის თუ არა ის კანონიერი ქურდი. საქმეში არსებობს მხოლოდ პატაკი პოლიციელის მიერ შედგენილი, რომელიც ამბობს, რომ ამ და ამ პირს აქვს კავშირის ქურდულ სამყაროსთან. ეს გახდა საფუძველის საქმის წარმოების და მიყურადების განხორციელების, მაგრამ ამ მიყურადებიდანაც კონკრეტული ქმედება გარკევული დანაშაულის ჩადენის, დავალების მიღების ან გაცემის არ არის საქმეში“, - აღნიშნა კინტირიამ.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

მამუკა ლაგვილავას და მანუჩარ გაბუნიას ადვოკატის ჯიტა გულუას თქმით, საქმეში პირდაპირი მოწმეები არ არსებობენ და დაკითხული პირები არიან პოლიციელები.

„საქმე შედგება თოთხმეტი ტომისგან საფუძვლიანად ვერ გავეცანი, თუმცა იქ ნამდვილად ვერ ვნახე პირდაპირი მტკიცებულება წაყენებული ბრალის საფუძვლად. არის დაკითხული პირები, რომლებიც არიან პოლიციის თანამაშრომლები, რომლებიც არიან არაპირდაპირი მოწმეები“, - აღნიშნა ჯიტა გულუამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, გუშინ სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები "ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:
ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2025
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, „სოხუმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა გახსნილია“. ამავე ცნობით, პირველი რეისი 3 მაისს არის დაგეგმილი.
18 / აპრილი 2025
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში „ბოლო ზართან“ დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის 31 950 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
18 / აპრილი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში, მათ შორის მარტვილსა და ზუგდიდში, 19 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 20-21 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსს მიაღწევს.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.