ოთხმა ზუგდიდელმა სპორტსმენმა პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში გამართულ „ევროპის თასში“, რომელიც კიკბოქსინგის K-1წესებით ჩატარდა,
სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. მათგან სამი - პირველი ადგილის, ერთი კი მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
„ევროპის თასის“ 38 კგ.წონით კატეგორიაში - I ადგილი-ნიკოლოზ პაპავამ, 42 კგ.წონით კატეგორიაში - I ადგილი-გიგა სიჭინავამ, 60კგ. წონით კატეგორიაში - I ადგილი -ლუკა ჩარგაზიამ, 72 კგ.წონით კატეგორიაში კი II ადგილი ამირან ნაჭყებიამ დაიკავეს.
მასალის გამოყენების პირობები