ზუგდიდში, საჯვაროს უბანში მდებარე „ნიკორას“ მაღაზიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს.
ინფორმაცია რადიო
„ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
4 მარტს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა სამმა მამაკაცმა კონსულტანტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში კერძო დაცვის თანამშრომელი ჩაერთო, რაც უკვე მათ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მომხდარზე გამოძიება კი ფაქტზე სს კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე:შეურაცხყოფა და დაპირისპირება ზუგდიდის ერთ-ერთ მარკეტში - შსს-მ გამოძიება დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები