აქცია-მსვლელობა ქალთა უფლებების დასაცავად ზუგდიდში (ვიდეო)
14:02 / 08.03.2019
ზუგდიდში ცენტრალურ ხეივანში აქცია - მსვლელობა გაიმართა, რომლის მიზანიც სექსუალური შევიწროების შესახებ პარლამენტში განსახილველად მომზადებული კანონპროექტის
მხარდაჭერა და აღნიშნული საკითხის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებაა. აქციის ორგანიზატორის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელის ციცინო შენგელიას თქმით, მსგავსი ღონისძიებები ქალთა უფლებების დასაცავად ყოველ რვა მარტს იმართება. „ჩვენი ორგანიზაცია ყოველ რვა მარტს აქციით, პერფორმანსითა და მსვლელობით აღნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვუთხრათ, ქალთა უფლებების შესახებ და იმაზე თუ, რა მნიშვნელობა აქვს რვა მარტს. წლევანდელი რვა მარტის ღონისძიებები ეძღვნება იმ კანონს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქალისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ გვქონდეს კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ. მნიშვნელოვანია გამოვიყურებოდე ისე, როგორც მინდა, ვიცვამდე ისე, როგორც მინდა. კანონი მიცავდეს, რომ მე არ ვიყო დაკვირვების ობიექტი, კანონი უნდა მიცავდეს, რომ მქონდეს პირადი ცხოვრება და არ ვიყო შანტაჟის ობიექტი“, - აღნიშნა ციცინო შენგელიამ. „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის“ ცენტრი 2016 წლიდან მუშაობს ქალთა უფლებების დასაცავად და განხორციელებული აქვს ორი ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო მასშტაბის პროექტი. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა. მას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
„მიმდინარე წლის 19 აპრილს, 11.10 საათზე, სიხშირისა და ძაბვის რყევების გამო, რაც ელექტროგადამცემი ხაზი ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონის” ქსელში ჩართული ენგურჰესის სამივე აგრეგატი ქსელიდან გამოირთო“, - ინფორმაციას „ენგურჰესი“ ავრცელებს.
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება ,ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაში” მედიას განუცხადეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები