საჯარო რეესტრმა "ია კერზაიას სახელობის განათლების სისტემის განვითარების და დეპოლიტიზირების" ფონდი დაარეგისტირა. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზუგდიდის
მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილის ბაჩანა შენგელია წერს.
„ბევრი ამბიციური გეგმა გვაქვს, ბევრი საინტერესო იდეა და დარწმუნებული ვარ არაერთ კარგ საქმეს გავაკეთებთ! გუნდის ძირითადი ნაწილი, რომელსაც ფონდის გამგეობის თავმდომარე ნანა კუცია უხელმძღვანელებს, უახლოეს დღეებში დაკომპლექტდება და მომავალში შეივსება. მივიღებთ რჩევებს, იდეებს, წინადადებებს და რა თქმა უნდა სიამოვნებით მივიღებთ ენერგიულ, კრეატიულ ადამიანებს გუნდში სამუშაოდ . კონკრეტულ პროექტებზე და აქტივობებზე ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით. ბრძოლა, რა თქმა უნდა, გრძელდება, ორგანიზაციას კი იას საქმის გაგრძელებას და ია კერზაიას სახელის ღირსეულად ტარებას ვუსურვებ“, - ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს შენგელია.
ამავე თემაზე:ბაჩანა შენგელია პრეზიდენტს: თქვენს წინასაარჩევნო აგრესიულ კამპანიას შეეწირა ქალბატონის სიცოცხლე ზუგდიდში
მასალის გამოყენების პირობები