პატარძალი სვანეთში - National Geographic-მა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა
“National Geographic"-მა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალების ფოტოები ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
მათ შორისაა სვანეთში გადაღებული პატარძლის ფოტოც, რომლის ავტორი დიანა მარკოსიანია.
„პატარძალი ქორწილის დღეს სვანეთში. ეს იზოლირებული მთიანი რეგიონი არის სვანების დასახლების ადგილი. აქ ადგილობრივებმა შექმნეს ენა დამწერლობის გარეშე“, – აღნიშნულია ფოტოს აღწერაში.
პოსტს სოციალურ ქსელში 200 ათასზე მეტი მოწონება და ასობით კომენტარი აქვს.
მასალის გამოყენების პირობები