ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიის მკვიდრმა ვალიკო ქვაჩახიამ საკუთარ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, სავარაუდოდ, მგლის მიერ დაგლეჯილი ზაქი იპოვა. ადგილობრივის თქმით,
სოფელში თითქმის ყოველ სეზონზე არის ეს პრობლემა. ქვაჩახიამ დაგლეჯილი პირუტყვი დილით ნახა.
ანაკლიაში მერის რწმუნებულმა გელა ლემონჯავამ რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ ის შესაბამის უწყებას მგელზე ნადირობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით მიმართვას. მისვე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის.
„ვიყავი ადგილზე და ვნახე. ზუსტად ვერ გეტყვით, მგლის დაგლეჯილი არის თუ არა. სავარაუდოდ, სოფელ ერგეტიდან გადმოდიან მგლები“, - თქვა ლემონჯავამ.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ სოფელში ზაქის დაგლეჯის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები