ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მიმდინარე წელს 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ
ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში (ე.წ. კომბინატის დასახლება) მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად, იმ კორპუსების ეზოებში, იმყოფებოდა სადაც წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნულ დასახლებაში ექვსი ეზოს კეთილმოწყობისთვის მერიას ტენდერი გამოცხადებული აქვს, რისთვისაც 900 ათას ლარამდე იხარჯება. აქვე მოეწყობა ახალი საბავშვო მოედანი. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, თამარ მეფის გამზირის გარდა ენგურის დასახლებაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელაიას და ჯანაშიას ქუჩებს. გზის საფარის დაგებასთან ერთად მოაწესრიგებენ სანიაღვრეებსა და ტროტუარებს. ჯამში ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს 29 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში 16 გზა შეკეთდება.
მასალის გამოყენების პირობები