ფოთში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდი თბილისში გადაიყვანეს
ფოთში, ერთ- ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა. ექიმების შეფასებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
მას მიღებული აქვს მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა. შემთხვევა წუხელ მოხდა. მოზარდი ჯერ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ძლიერი დამწვრობით ქალაქის ჰოსპიტალში, ხოლო მოგვიანებით თბილისში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ „,ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები. კომპანიის მთავარი ინჟინერის ზურაბ ზალოგინის თქმით, აქ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები