ანაკლია-განმუხურის ხიდის რეაბილიტაციისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის ღირებულება 454 385 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან, დაახლოებით, 5 თვეში უნდა დასრულდეს, აქედან სამი თვის განმავლობაში ხიდის სარებილიტაციო სამუშაოები, კერძოდ, ხიდის მოაჯირების შეღებვა და იატაკის რეაბილიტაცია დასრულებული უნდა იყოს.
ტენდერში წინადადებების მიღება 28 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი.
ანაკლია-განმუხურის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების
ფონდიდან 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები