ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში კი, დამატებით 240 ბინიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, გიორგაძე ზუგდიდში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზეც ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები