ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში, ღელე ,,ბეჟაშღალზე“ ლითონის ხიდის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სამუშოებისთვის 37 167 ლარი გამოიყო.
მოქალაქის მარიკა თოდუას ინფორმაციით, ხიდი გასული წლის აგვისტოში დაზიანდა და ამ დრომდე ვითარება არ შეცვლილა. მისივე განმარტებით, ეს ერთადერთი ხიდია, რომლითაც ორი ოჯახი სარგებლობს. მოქალაქეების თქმით, ხიდს მიღმა მცხოვრები მიცვალებულის
დატირება დაზიანებული ხიდის გამო მეზობლებსა და ახლობლებს უჭირდათ. დაზიანებული ხიდი დროებით ხის ბოძებით რამდენიმე კვირის წინ
გაამაგრეს.
მასალის გამოყენების პირობები