ზუგდიდში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, რიყეში და ჭითაწყარში
უაქციზო სიგარეტის (ჯამში 39,200 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები