ადგილობრივის ინფორმაციით, ოტობაიაში დაკავებული ლევან ძაძუა ნაცემია
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ადგილობრივი ლევან ძაძუა წუხელ საკუთარ სახლში დააკავეს. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა რადიო
"ათინათს" უთხრა, სპეცდანიშნულების რაზმმა ძაძუა სახლიდან გვიან ღამით აიყვანა.
"უპატიოსნესი ოჯახის შვილია. მაისურის ამარა გამოიყვანეს. ნაცემია და ასე წაიყვანეს. მოგვიანებით, როგორღაც მოუხერხებია და დაურეკავს ოჯახში, ცოცხალი ვარო. ცოლ-შვილი და მშობლები ჰყავს. ახლა ვიცით, რომ სოხუმშია. არავინ აზრზე არ არის, რატომ შეიძლებოდა დაეკავებინათ", - გვითხა ოტობაიის მკვიდრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
სუს-ში კი ფაქტის შესახებ, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები