ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა გაათავისუფლეს.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა რადიო
"ათინათს" უთხრა, რომ ძაძუას მოულოდნელი დაკავება აფხაზმა სამართალდამცავებმა იმით ახსნეს, რომ სხვაში შეეშალათ.
"ასე უთქვამთ, სხვაში შეგვეშალაო. უკვე სახლშია, მაგრამ სასტიკადაა ნაცემი", - გვითხრა ჩვენმა რესპოდენტმა.
ადგილობრივი ლევან ძაძუა ორი დღის წინ საკუთარ სახლში დააკავეს. ადგილობრივის ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმმა ძაძუა სახლიდან გვიან ღამით აიყვანა.
ამავე თემაზე:
სუს: ლევან ძაძუასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა
ადგილობრივის ინფორმაციით, ოტობაიაში დაკავებული ლევან ძაძუა ნაცემია
მასალის გამოყენების პირობები