ანაკლიაში ხარლამპიდების ოჯახი სახანძრო-სამაშველო სადგურის მშენებლობას აპროტესტებს (ფოტო, ვიდეო)
11:43 / 15.03.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ხარლამპიდების ოჯახი ენგურის სანაპიროზე, მათი საცხოვრებლიდან 20 მეტრში სახანძრო-სამაშველო სადგურის მშენებლობას აპროტესტებს.
მათი თქმით, აღნიშნულ მიწაზე სამასწლიანი ხეებია, რომელთაც მოჭრას უპირებენ. გარდა ამისა, მათი თქმით, იქ, სადაც ახლა სახანძროს შენობას აშენებენ, საძროხე და წისქვილი აქვთ, რომელსაც დანგრევას უპირებენ.
"ვის ჰკითხეს აქ შენობის აშენება. 20 მეტრში მიშენებენ სახანძროს. ამ ხეებს ფესვებს უთხრიან, მერე გახმება და მოჭრიან. ეს მიწა სოფლის რომ იყო იმიტომ არ გადავიფორმე“, - ამბობს თემურ ხარლამპიდი. მათ მხარდასაჭერად ადგილზე მეზობლებიც არიან შეკრებილები. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული ტერიტორია ამ სახით სწორედ ხარლამპიდებმა შეინარჩუნეს.
პარალელურად, სახანძრო-სამაშველო სადგურის სამშენებლო სამუშაოებისთვის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია. ტექნიკასთან მიახლოება ნინო ხარლამპიდმა რამდენჯერმე სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. ადგილობრივების ნაწილი ანაკლიაში ენგურის სანაპიროზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის აშენებას რამდენიმე დღის წინაც აპროტესტებდნენ.
თავის მხრივ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ანაკლიაში სადგურის აშენება იგეგმება, სადაც 3 სახანძრო მანქანა გაჩერდება. მათივე ცნობით, მშენებლობისას ხეები არ მოიჭრება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები