გალის რაიონში ერთ დღეში 200 კილოგრამზე მეტი ფაროსანა ჩააბარეს (ფოტო,ვიდეო)
12:11 / 15.03.2019
აფხაზეთში აზიური ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. გალის რაიონის სოფელ მზიურში (შაშიკუარა)
14 მარტს გაიხსნა პუნქტი, სადაც მოსახლეობამ მექანიკური გზით შეგროვილი მავნებელი მწერი მიიტანა.
პროცესს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მათი თქმით, მსგავსი ღონისძიებები გალის გარდა, სხვა რაიონებშიც განხორციელდება.
„გალ ტვ“ მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, თუ როგორ მოაქვს მოსახლეობას შეგროვილი მწერი პაკეტებით, ტომრებით და პლასტიკის ბოთლებით. მათივე ინფორმაციით 1 კილოგრამ მწერში მათ 1000 რუბლი გადაუხადეს. ერთი დღის განმავლობაში 212 კილოგრამი მავნებელი შეგროვდა, რომლის უტილიზაცია სპეციალურ ადგილას დღის ბოლოს განახორციელეს. აფხაზი სპეციალისტები თვლიან, რომ მავნებლის განადგურების ეს მეთოდი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია.
სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელის თამაზ ცვიჟბას თქმით, გასულ წელს, მხოლოდ გალის რაიონში 2 ტონამდე მწერი შეაგროვეს. მოსახლეობას კი 2,5 მილიონი რუბლი გადაუხადეს. მისივე ცნობით, ამის შედეგად ფაროსანას პოპულაციის პროცესი 50 % - ით შემცირდა. მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს მავნებელთან ბრძოლა შარშან შემოტანილი ქიმიკატებით გაგრძელდა. მისივე თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია, ხოლო მავნებლის მექანიკური შეგროვების დასაფინანსებლად, ბიუჯეტიდან 7 მილიონი რუბლი გამოიყო. მისივე ცნობით, ფაროსანას მექანიკური შეგროვება 4 მარტს დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდება.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში „ბოლო ზართან“ დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის 31 950 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში, მათ შორის მარტვილსა და ზუგდიდში, 19 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 20-21 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსს მიაღწევს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები