ოკუპირებულ აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ძმის პაატა უზარაშვილის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
მისი მტკიცებით, კვარაცხელია ჯერ აწამეს შემდეგ კი ჩამოკიდეს.
„ძალიან კარგად ჩანს, რომ წარბი აქვს გახეთქილი. შუბლზე, თირკმელის, მუცლის, მხარის და ბარძაყის არეში სილურჯეები აღენიშნება. ნაწამებია გაჭირვებული და მოკლეს წამებაში და ბოლოს ვითომ თავი ჩამოიხრჩოო, ეს სისულელეა. 45 დღე უნდა ექსპერტიზის დასკვნას. მედიით გავიგე მისი დაკავების ამბავი. მერე ბიძაშვილმა დამირეკა, ასეთი ამბავი უნდა გითხრაო ძმა მოუკლავთო შენიო“,- უთხრა რადიო
„ათინათს“ უზარაშვილმა.
11 მარტს გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ, 13 მარტს გადმოასვენეს, რის შემდეგაც თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ახლა ის სენაკში, დევნილთა ჩასახლებაში საკუთარ სახლშია დასვენებული. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ვერსიით, მან თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა. 28 წლის კვარაცხელიას სენაკში, საკუთარი დედის გვერდით კვირას, 17 მარტს დაკრძალავენ.
ამავე თემაზე:ფაქტები და პასუხგაუცემელი კითხვები ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის შესახებ (ფოტო)
კვარაცხელიას ცხედრის დათვალიერებისას ახლობლებმა დაზიანებები აღმოაჩინეს
მასალის გამოყენების პირობები