„ათინათის“ ორგანიზებით ინოვაციური „მხიარული სტარტები“ გაიმართა (ვიდეო)
17:25 / 15.03.2019
ასოციაცია „ათინათის“ პროექტის „დასავლეთ საქართველოში მცხოვრები დევნილების და აფხაზეთის ქართულენოვანი მოსახლეობის განათლებაზე და სოციალურ უფლებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა“ ფარგლებში ინოვაციური
„მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 14 მარტს, ზუგდიდის მერიის სპორტულ დარბაზში მოწყობილ სპორტულ ღონისძიებაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მე-13 საბავშვო ბაღისა და რუხის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა. „ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს საინტერესო ღონისძიებას, რომელშიც მიზნობრივი ბაღების მშობლები ერთმანეთს სპორტულ შეჯიბრში უპირისპირდებიან. ჩვენ დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან პარტნიორობით ვახორციელებთ პროექტს, რომლის დონორია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროექტის ფარგლებში „ათინათი“ ცდილობს აამაღლოს ბაღების პედაგოგების, დირექტორებისა და აღმზრდელების კომპეტენცია. მშობლების ჩართულობის გაზრდისთვის დავგეგმეთ სპორტული ღონისძიება. იმედი გვაქვს, სხვა ბაღებიც მოგვბაძავენ და მეტად გაიზრდება მშობლების ჩართულობა“, - აღნიშნა „ათინათის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ.
თავად ბაღის დირექტორებმა და მშობლებმა პროექტის სიკეთეებზე ისაუბრეს და ასოციაცია „ათინათს“ მადლობა გადაუხადეს.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.
ორგანიზატორებმა ზუგდიდის მერიასა და სპორტული დარბაზის ხელმძღვანელობას ღონისძიების დარბაზით უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები