სამეგრელოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
17-18 მარტს სამეგრელოში მოსალოდნელია წვიმა და ზოგან ძლიერი ქარი, მაღალ მთაში მოთოვს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური
პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ უთხრა. მისივე თქმით, ზღვაზე 3-4 ბალიან ღელვას ვარაუდობენ.
ტემპერატურა 17 მარტს 8-13, ხოლო 18-ში 10-15 გრადუსამდე იქნება. სინოპტიკოსები გამოდარებას 19 მარტიდან ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები