როგორ ვისწავლოთ სამაგიდო თამაშით ჟესტური ენა - პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
18:33 / 16.03.2019
{{PHOTOGALLERY}}ზუგდიდში სოციალურ კაფე "MegoBar-ში" სამაგიდო თამაშის „ჩუ“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ჟესტურ ენას ასწავლის. თამაშის ავტორის სალომე წიქვაძე თქმით, პრინციპი მარტივია.
მან დღეს 32 ჟესტი წარადგინა, რომელიც ბარათზეა გამოსახული. „ჩვენ შევქმენით სამაგიდო თამაში სახელწოდებით „ჩუ“, რომელიც მიზნად ისახავს ჟესტური ენის პოპულარიზაციას და სმენის არმქონე ადამინების საზოგადოებაში ინტეგრაციას. თამაშის პროცესში ძალიან მარტივად და სახალისო მეთოდით სწავლობენ ჟესტურ ენას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თამაშის პროცესში კომუნიკაციის დამყარება სმენის არმქონე ადამიანთან, რათა ისწავლო მისი ენა და გაიმარტივო კომუნიკაცია“, - ამბობს სალომე წიქვაძე.
თამაშის შემქმნელს იდეის განხორციელებაში ძმა დაეხმარა. გურამ წიქვაძე განმარტავს, რომ ამ მეთოდით ჟესტური ენის სწავლა დაფუძნებულია თამაშზე „სიტყვობანა“, რომელიც მეხსიერებაზეა დამოკიდებული.
„თამაშს იწყებს ყველაზე პატარა, ატრიალებს პირველ ჟესტს, რომელიც არის გამოსახული კარტის დასტაზე და იმეორებს მას. ჟესტები, რომლებიც ბარათზეა გამოსახული, ისრების მეშვეობით მიგვითითებს თითოეულ მოძრაობას“, - თქვა მან. პრეზენტაციას და თამაშით ჟესტების ენის ათვისებას სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად საქართველოს ყრუთა კავშირის თარჯიმანი ნონა კვარაცხელია ესწრებოდა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება საინტერესო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყებთათვის. „მინდა მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. ძალიან მომწონს ეს მეთოდი და მსგავსი აქტივობები, რომელიც ჟესტური ენის სწავლას და მის პოპულარიზაციას ემსახურება. ძალიან კარგია დამწყებთათვის, რადგან თამაშ-თამაშით შეისწავლიან ჟესტურ ენას“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.
“ჩუ“ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმოა, რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობას. თამაშის პრეზენტაცია, ზუგდიდის გარდა, სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები