ხაიშელები ვიდეომიმართვაში ხუდონჰესის პროექტის სამუდამოდ შეჩერებას ითხოვენ (ვიდეო)
12:25 / 18.03.2019
ხაიშის თემის მოსახლეობა ხუდონჰესის პროექტის სამუდამო გაჩერებას მოითხოვს და მიმართვას ავრცელებს. შესაბამისი ვიდეო მათ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს.
ხაიშელები ხელისუფლებას, საპატრიარქოს, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და პრეზიდენტს მიმართავენ და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ მხარი დაუჭირონ.
„ხუდონჰესი არის აბსოლუტურად წამგებიანი პროექტი, ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს, საფრთხის შემცველია სტრატეგიული და სეისმური მიმართულებით. მომგებიანიც რომ იყოს, თითოეული ანთებული ნათურა ღირს, რომ გაქრეს სვანეთი როგორც თვითმყოფადი კუთხე? ჩვენ ვითხოვთ, კანონის ძალით დასრულდეს ხუდონჰესის პროექტი, შეისწავლონ ჰესების პროექტების ავკარგიანობა, დაუბრუნდეს ხაიშს 2011 წელს უკანონოდ გასხვისებული მიწები, რომელიც გადაეცა „ტრანს-ელექტრიკჯორჯიას“, ასევე, საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხები გადაწყდეს რეფერენდუმის ან პლებისციტის გზით“, - აცხადებენ ხაიშელები.
აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა მუშაობს, რომელიც ადგილობრივების მტკიცებით, ბეტონის კაშხლის მდგრადობას ამოწმებს.
2017 წელს "ხუდონჰესის" ინვესტორი კომპანია "ტრანს ელექტრიკას" ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ გააკეთა განცხადება, რომ პროექტი იმ დროისთვის გაჩერებული იყო. მოგვიანებით, ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პროექტი განხორციელდებოდა. რამდენიმე თვის წინ კი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამაც განაცხადა, რომ ხუდონჰესი აშენდება.
ხაიშელებმა ხუდონჰესის მშენებლობა პერიოდულად არაერთხელ გააპროტესტეს.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
,,მორდია“ , იგივე ,,ნათლია“ მეგრელებში განსაკუთრებული მოწიწებითა და ავტორიტეტით სარგებლობს და ის ახალდაქორწინებულთა ოჯახში გამორჩეული მნიშვნელობის მატარებელი ინსტიტუტია.რამეთუ ის ოჯახის ყველაზე ახლობელი ადამიანი ხდება და მთელი რიგი ვალდებულებებით იტვირთება.დღევანდელ გადაცემაში საუბარია რა პრივილეგიებით სარგებლობს ,,მეგურგინე მორდია“ და რა მოვალეობები აკისრია დამოყვრებული ოჯახის მიმართ.გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20-21 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 08:00- საათიდან, 15 -საათამდე, სასაფლაოების მიმართულებით, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს, თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით, რეისებს ამატებს. ამის შესახებ რკინიგზის ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები