ახალი ამბები
კომპანია: მუშებს ხელფასები არა ჩვენ, არამედ კერძო პირმა უნდა გადაუხადოს
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს  შპს „რუმსი“ ახორციელებს. სწორედ აქ დასაქმებული მუშების ნაწილი ითხოვს ხელფასების დროულად დარიცხვას. რადიო „ათინათს“ შპს-ში უთხრეს, რომ მუშები, რომლებსაც ხელფასებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, მათ არ დაუქირავებიათ. „რუმსის“ დირექტორის ნიკოლოზ პაპიძის განმარტებით, მათ ჰყავთ თავიანთი ქვეკონტრაქტორები და სწორედ მათი კომპეტენციაა ობიექტზე დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასების გადახდა. პაპიძის ცნობით, ის მუშები, რომლებიც   ხელფასებს ითხოვენ, ფიზიკური პირის ფარიზ ვალიევის მიერ არიან დაქირავებულები, ხოლო კომპანიას ვალიევთან ფინანსური დავალიანება არ აქვს.

„ისევე, როგორც კომპანია „დაგმა“ დაიქირავა ქვეკონტრაქტორი კომპანია, „რუმსი“ და ასრულებინებს ამ მასშტაბურ პროექტს, ასევე კომპანია „რუმსმა“ სეგმენტებად დაყო შესასრულებელი სამუშაოები და ყავს თავის პატარა ქვეკონტრაქტორები. უმრავლეს შემთხვევაში ესენი არიან ორგანიზაციები, შპს-ები და ფიზიკური პირები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ვის ქირაობენ ისინი - ჩვენ საქმის კურსში არ ვართ. არანაირი ხელფასი ჩვენგან მათ არ ეკუთვნით, იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ჩვენ შორის არ არსებობს არანაირი სამართლებრივი და ფინანსური ურთიერთობა. მე ეს ადამიანები არ დამიქირავებია, ისევე როგორც არ დამიქირავებია იმ ობიექტზე მომუშავე არცერთი მუშა. რაც შეეხება ამ პიროვნებებს, ესენი დაქირავებული ჰყავს ჩვენს ე.წ ქვეკონტრაქტორს - ეს არის ეროვნებით აზერბაიჯანელი პიროვნება, ფარიზ ვალიევი. მას გარკვეული სამუშაოები ჩავაბარეთ და ამ სამუშაოების 90% თანხების მას უკვე მიღებული აქვს, ხოლო მის მიერ დაქირავებულ მუშებს ხელზე აძლევდა თანხას თუ ურიცხავდა ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. ამ მუშებზე კომპანიას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა - ფარიზ ვალიევმა, თუ მათ კუთვნილი ხელფასები არ დაურიცხა, მუშებმა სწორედ მასთან უნდა იდავონ სამართლებრივად. ვალიევი საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ის რამდენიმე დღეში ჩამოვა, რადგან მას გარკვეული სამუშაოები დარჩა შესასრულებელი  და ის აუცილებლად შეხვდება მუშებს“, - აცხადებს პაპიძე.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ნაწილი აცხადებს, რომ მათ 2 თვის ხელფასი არ მიუღიათ. ისინი თანხების დროულად დარიცხვას ითხოვენ.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ხელფასის ჩარიცხვას ითხოვენ (ვიდეო)



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.